ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ პადელი ახალი თამაშია, ბევრ ქვეყანაში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ,,საჩოგნო’’ სპორტი ხდება. ამის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ის განკუთვნილია ყველასთვის და მისი შესწავლა ადვილია!
1974 წელს ალფონსო დე ჰოჰენლოლემ მიიღო მისი მეგობრის, ენრიკე კორკუერას მიწვევა, ჩასულიყო მასთან მექსიკაში. სტუმრად ყოფნის დროს იგი დაინტერესდა სპორტის ამ ახალი სახეობით, რომელიც მისი მეგობრის უახლესი გამოგონება იყო. მანამდე მას ხის ჩოგნებით თამაშობდნენ და მას პადელ- ჩოგბურთის სახელით იცნობდნენ.
სპორტის ამ ახალი სახეობით ალფონსო დე ჰოჰენლოლის გატაცების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ის ესპანეთში დაბრუნდა. სათამაშო კორტის მოწყობის გარკვეული ასპექტების გაუმჯობესებისა და თამაშის რამდენიმე წესის შეცვლის შემდეგ, მან ააშენა პადელ-ჩოგბურთის ორი კორტი ესპანეთის ქალაქ მალაგაში და დაიწყო ამ სპორტის პოპულარიზაცია. მალე მისი მრავალი მეგობარი პადელის გულშემატკივარი გახდა. მოკლე დროში ამ სპორტის მზარდი პოპულარობა აღიარეს ჩოგბურთის სამყაროს ბევრმა გამოჩენილმა პირმა, მათ შორის მანუელ სანტანამ (უიმბლდონის 1966 წლის ჩემპიონი), რომელმაც დაიწყო შეჯიბრებების ორგანიზება და პადელის პოპულარიზაცია.
1975 წელს ალფონსო დე ჰოჰენლოლეს კარგმა მეგობარმა ჯულიო მენდიტენგუიმ გადაწყვიტა ხელი შეეწყო ამ სპორტის განვითარებისთვის თავის სამშობლოში, არგენტინაში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ იგი ერთერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა გახდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით აშენებულია ათასობით კორტი და პადელს 2 მილიონზე მეტი სპორტსმენი თამაშობს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პადელი გლობალურად გავრცელდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია, ურუგვაი, ჩილე, პარაგვაი, აშშ, კანადა, პორტუგალია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ჰოლანდია, ფინეთი და ა.შ. ამ სპორტის პოპულარობამ ჩოგბურთის სამშობლომდე – დიდ ბრიტანეთამდეც მიაღწია. , სადაც კორტები ბევრგან იხსნება. ამჟამად, ამ სპორტს 30-ზე მეტ ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი მონაწილე მისდევს. იგი ვითარდება საერთაშორისო დონეზე და მას ორგანიზაციას პადელის საერთაშორისო ფედერაცია უწევს.