პადელის ძირითადი წესები

ფორმატი

პადელის ყველა თამაში წყვილთა ფორმატში იმართება.

ქულების თვლა

პადელის თამაშის დროს ქულების მინიჭების იგივე სისტემა გამოიყენება, როგორც ჩოგბურთში.

გათამაშება

ბურთის გათამაშებისას მოქმედებს შემდეგი წესები:

  • პადელში, ჩოგბურთის მსგავსად, ბურთის გათამაშება იწყება მარჯვნიდან დიაგონალზე ჩაწოდებით მოწინააღმდეგის მოედანზე,
  • ჩამწოდებელმა უნდა მოახერხოს, რომ ბურთი, ჩაწოდებამდე მხოლოდ ერთხელ ახტეს მოედნის ზედაპირიდან და შემდგომ მოახდინოს მასზე დარტყმა. ჩაწოდებისას ბურთი წელის დონეზე უნდა იყოს.
  • ჩაწოდებული ბურთი უნდა დაეშვას მოწინააღმდეგის ჩაწოდების ზონაში. თუ ბურთი მიმღების ჩაწოდების ზონიდან ახტება და შეეჯახება გვერდით ან უკანა კედელს, ეს არის სწორი ჩაწოდება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ითამაშოს მოწინააღმდეგემ. თუ ბურთი მოწინააღმდეგის ჩაწოდების ზონაში დაეშვება და მავთულის წინაღობას მოხვდება, ეს არასწორ ჩაწოდებად ითვლება.
  • ჩაწოდების შესრულების დროს ჩამწოდებელს ერთი ფეხი მაინც მიწაზე უნდა ჰქონდეს. ჩამწოდებლის ფეხი არ შეიძლება შეეხოს ან გადაკვეთოს ჩაწოდების უკანა ხაზი.
  • პადელში, ჩოგბურთის მსგავსად, ჩამწოდებელს ჩაწოდების შესრულების ორი შესაძლებლობა აქვს.

სამართლიანი თამაში

პადელში სამართლიანი თამაშის სიტუაციებად ითვლება შემდეგი:

  • თამაშის დროს, კორტის ხაზები მხედველობაში მიიღება მხოლოდ ჩაწოდების დროს. შემდგომში, მოედნის ხაზები აღარ მოიაზრება როგორც დაპირისპირებულ მოთამაშეებს შორის თამაშის თითოეული ქულის მოპოვების განმსაზღვრელი ფაქტორი.
  • ყველა მოთამაშეს უფლება აქვს ბურთი ითამაშოს კორტის საკუთარ მხარეს მდებარე ნებისმიერი კედლიდან.

ქულის დაკარგვა

ოპონენტი მოიგებს ქულას, როდესაც:

  • ბურთი ორჯერ დახტება კორტის თქვენს მხარეს.
  • თამაშის დროს ბურთი მოგხვდებათ თქვენ ან თქვენს თანაგუნდელს.
  • ბურთი მოხვდება ბადეს, ძელებს ან სხვა რაიმე საგანს, მანამ, ვიდრე ბურთი არ გადაკვეთს ბადეს და დაეშვება მოწინააღმდეგის მოედანზე.

ბურთი საზღვრებს გარეთ

ბურთი საზღვრების გარეთ ითვლება და ქულა ეძლევა მოწინააღმდეგე მოთამაშეებს, თუ ბურთი მოხვდება ბადეს ან კედლებს, სანამ იგი მოწინააღმდეგის კორტის მხარეს გადავა.

დარტყმები ზემოდან ქვემოთ.

ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ბურთის ჰაერიდან აღება, გარდა საწყისი ჩაწოდებისა და ჩაწოდების დაბრუნების დროს.

იხილეთ წესების სრული ვერსია