სიახლეები
საუნივერსიტეტო კამპუსში დახურული პადელის მოედანი გაიხსნა
21 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ორი დახურული პადელის მოედანი გაიხსნა აქვე დაფუძნდა “პადელის კლუბი ბადე” რომელიც ხელს შეუწყობს პადელის სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში, განსაკუთრებით კი – სტუდენტ ახალგაზრდებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და მათ წარმატებაზე ორიენტირებული, მაღალი რეპუტაციის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება და უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ლიდერია – 6000 სტუდენტი სწავლობს.