ფედერაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები

 

  • ფედერაციის წევრთა და მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;

  • ფედერაციის წევრთა მომსახურება, როგორც საქართველოში, ასევე საზ­ღვარგარეთ;

  • პადელის, როგორც სპორტის სახეობის შემდეგომი განვითარება და პო­პულარიზაცია, მაღალკვალიფიციურ სპორტსმენთა მომზადების სისტემის სრულყოფა, ეროვნული და საერთაშორისო რანგის პადელის ჩემპიონა­ ტების, ტურნირების და სხვადასხვა სახის შეჯიბრების მოწყობა პადელის საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმების მიხედვით და საქართვე­ლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

  • ხელმძღვანელობა გაუწიოს ქვეყანაში პადელის განვითარებას, “სპორტის შესახებ” საქართველოს კანონისა და პადელის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული უფლებამოსილების შესაბამისად;

  • ხელი შეუწყოს საქართველოს პადელის მამაკაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრებების შექმნას, ასევე ასაკობრივი ნაკრების ჩამოყალიბებას და განვი­თარებას;

  • ჩაატაროს ეროვნული, საკლუბო, საერთაშორისო რანგის შეჯიბრები, ტურ­ნირები, ჩემპიონატები, შოუ­სანახაობები. ხელი შეუწყოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას პადელის საერთაშორისო ორგანიზაციების წესებისა და ნორმატივე­ბის მიხედვით;

  • კანონით ნებადართული წესით შექმნას ახლაგაზრდა სპორტსმენთა და მსაჯთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სკოლა;

  • შეიძინოს სპორტული ტექნიკა, სპორტული ინვენტარი, იქონიოს სპორტულ­ ტექნიკური ბაზები.

  • გასცეს სპორტსმენებზე ლიცენზიები საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონა­ წილეობისთვის და ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელიც პადელის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება აღიარებული როგორც ლეგიტიმური ლიცენზიები;

  • დადგენილი წესით შეიმუშაოს პადელის ეროვნული კოდექსი, რომელიც სამართლებრივად ეყრდნობა პადელის საერთაშორისო ორგანიზაციების სპორტულ კოდექსს.

  • პადელის პოპულარიზაციასთან და ფედერაციის საქმიანობასთან დაკავში­რებით გამოსცეს სარეკლამო და ბეჭდვითი პროდუქცია;

  • დაამყაროს მჭიდრო კავშირები ანალოგიურ საზღვარგარეთულ ორგანი­ზაციებთან;

  • მოიწვიოს ფედერაციაში უცხოელი სპორტსმენები, სპეციალისტები, მსა­ჯები, სპეციალიზირებული ფირმები და მათი წარმომადგენლები;

  • მოქმედი კანონის შესაბამისად გახსნას ფედერაციის ფილიალები და წარ­ მომადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ;

  • კანონით ნებადართული წესით აწარმოოს პრომო პროდუქცია და სპორ­ ტული აქსესუარები;

  • შექმნას გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო ბაზები ფედერაციის წევ­რებისა და სპორტსმენებისათვის;

  • დადგენილი წესით გასცეს ფედერაციის წევრებზე და სპორტსმენებზე საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტები;

  • კანონით ნებადართული წესით შექმნას სასწავლო ­საინფორმაციო ცენ­ტრი, რომელიც მოემსახურება სპორტსმენების როგორც პროფესიონა­ლურ, ისე სამოყვარულო დონეზე მომზადებას, მათი კვალიფიკაციის, ოსტატობის დონის ამაღლებას;

  • მოაწყოს სხვადასხვა რანგის ეროვნული და საერთაშორისო კონფერენცი­ები, სემინარები და სხვა სახის შეხვედრები;

  • ამ საკითხების შესახებ ნებისმიერი სხვა კომერციული და არაკომერციული ხასიათის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.